14-09-2018

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

* * * * * * * * * * * * * * * * * *

ზურა ჩინჩალაძე - "დაგეძებ" (აუდიო)

* * * * * * * * * * * * * * * * * *

 

 

 

რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტს“ კომპოზიტორი ზურაბ ჩინჩალაძე და შემსრულებელი მზია (მია) გელაშვილი სიმღერის პრემიერით სტუმრობდნენ.

- სიმღერის შესახებ მოგვიყვით...

- სიმღერა „დაგეძებ“ ძალიან მალე შეიქმნა, თუმცა მუშაობა რამოდენიმე სტუდიაში მოგვიწია. თავიდან ნაწილი ზურა სირბილაძის სტუდიაში ჩავწერეთ, მასტერინგი და ბალანსი კი სხვა სტუდიაში შეიქმნა. ბოლოს კი ალექსანდრე ქეშიკაშვილმა დააბალანსა. ტექსტის ავტორი მზია გელაშვლია, მუსიკა კი ზურაბს ეკუთვნის.

- ვიდეორგოლი მზად არის უკვე?

- ვიდეორგოლი უკვე გადავიღეთ და მადლობა მინდა გადავუხადო ტურისტულ კომპანია „გიო ტურს“ და ქალბატონ თინა მაისურაძეს, რომელიც აფინანსებდა ამ ვიდეორგოლს და ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარ გურამ წოწკოლაურს, რადგან ის მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენს გვერდით იყო და გვგულშემატკივრობდა. ასევე კლიპისთვის, ფორმებით დუშეთის კულტურის სახლის დირექცია დაგვეხმარა.

- ერთობლივ დუეტს არ გეგმავთ?

- დიდი ხანია დუეტს ვაპირებთ, თუმცა, აქამდე მხოლოდ სურვილით მოვედით და ჯერ-ჯერობით დუეტის ჩაწერა ვერ მოვახერხეთ.

- სამომავლოდ რას გეგმავთ?

- ჩვენ კიდევ ახალი, რიგით მეხუთე სიმღერა „მოხევური ბალადა“ გვაქვს, რომელსაც ანსამბლი ანანური ასრულებს. ამ ბოლო დროს სულ მთის სიმღერები გვაქვს რეპერტუარში.

გადაცემის ვიდეო ჩანაწერი

 

ზურა ჩინჩალაძე - "დაგეძებ" (ვიდეო)